რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

არსებობს ძირითადი და მეორადი ფერები. ფერთა სიმრავლეში გარკვეული სიბრძნეა ჩადებული. რა უნდა ვიცოდეთ ფერების შესახებ და რაში გვჭირდება ზუსტად გავიგოთ, რომელი ჩვენი ფერი?

ფერის ცოდნა გვეხმარება ფულის დაზოგვაში, როცა შესყიდვების დროს სწორ არჩევანს ვაკეთებთ. ფერის ბრძნული არჩევანი უზადო სტილს აყალიბებს და ის საზოგადობაში კარგი იმიჯის დამკვიდრებაში გვეხმარება.
თავდაპირველად, გავეცნოთ ფერთა ოჯახს. ისინი, როგორც ვიცი, შავ და თეთრი ფერების სინთეზის შედეგად წარმოიშვა. ასეა ეს სამყარო მოწყობილი. შავი და თეთრი- ფერების ბაბუად და ბებიად გვევლიებიან.
ყვითელი, წითელი, მწვანე და ლურჯი მშობელი, ხოლო ნარინჯისფერი, თუ იასამნისფერი, მეორადი, ანუ შათი შვილები არიან.
მაგალითად, ლურჯისა და წითელის, გარკვეული პროპორციების შერევით (კედლის საღებავზე გამოვცადე), მივიღებთ იასამნისფერს. თავის მხრივს, ყვითელ, თუ სხვა ძირითად ფერს, მასზე ნაკლები ტონალობის შვილთა კლასის ფერები, ანუ მეორადი ფერები ჰყავს.
მსგავსი ფერთა გამა თავის მხრივ, ხასიათების მიხედვით, ცივ და თბილ ფერებად იყოფა.
მწვანე, ყვითელი და, წითელი თბილი, ხოლო ლურჯი ცივი ფერია.
თქვენ ახლა ალბათ, პირველად გაიგებთ, რომ ატმისფერი თბილი ფერია, ხოლო ვარდისფერი ცივი.
თუ თქვენ ირჩევთ დომინანტად ატმისფერს, მაშინ დამატებითი ატრიბუტისთვის ცივი ძირითადი ფერი, მაგალითად ლურჯი დაგჭირდებათ.
სრული ბუნებრივობისა და ბალანსის დასაცავად, საჭიროა ყვითელი ფერი, რომელიც ატმისფერის მშობელი ფერია.
ახლა ფერთა ფილოსოფიას დიდად, რომ არ ჩაუღმავდეთ, სჯობს გავიგოთ. რომელია შენი ფერი.?
დადექით სარკის წინ, ხელზე ოქროსფერი სამაჯური გაიკეთეთ, შეხედეთ და დააკვირდით რას გრძნობთ.

იგივე გაკვეთილი გაიმეორეთ, ვერცხლისფერი, ან სპილოსძვლისფერი სამჯურის შემთხვევაშიც. აუცილებლად იგრძნობთ განსხვავებას.
თუ ვერცხლისფერმა გაგაღიზიანათ და დისკომფორტი შეგიქმნათ, მაშინ ცივი ფერი თქვენი არ არის და პირიქით.
ნუ დაივიწყებთ ბებია და ბაბუა - შავ და თეთრ ფერს. ისინი მემკვიდრეობით გადმოგვეცა და განსაკუთრებულ გარემოებაში უნდა გამოვიყენოთ.
ახლა უკვე იცით, რომელია თქვენი ფერი! იმოქმედეთ, ახლა უკვე შეგიძლიათ საკუთარ სტილზეც იზრუნოთ.

მსგავსი თემები: