რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

თუ ჩვენ გადავხედავთ რეჯეფ ერდოღანის მოქმედებებს უკანასკნელ წლებში, დავინახავთ, რომ იგი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ყველა გზებით ცდილობს. ის ფიქრობს, რომ „ახალი ათათურქია“ და კედელზე მისი სურათის ჩამოკიდების დრო დადგა.ამიტომაც ჩამოაფარა ფარდა აია-სოფიას?

თურქეთი ერდოღანისა და მისი მომხრეების თვალთახედვით არის სახელმწიფო, რომელსაც სადანადოდ არ აფასებენ. ამიტომაც ერდოღანს მეტი უფლემასილება უნდა მიენიჭეოს.
ასე მოიქცნენ 2016 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთათვის ააშენეს სასამართლოს შენობა, სადაც მეტი ხალხი დაეტეოდა.
2017 წელს, როდესაც საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ერდოღანმა გაანულა თავის ვადები და გაიხსნა ხელ-ფეხი.
2018 წელს, როდესაც ერდოღანმა და მისმა პარტიამ კვლავ გაიმარჯვეს არჩევნებში მათ მიეცათ იმედი, რომ 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს, კვლავ ხელისუფლების სათავეში შეხვდებიან.
ბევრი აღნიშნავს, რომ ერდორანის მორიგი გამარჯვება მუდამ ტოვებს დაუსრულებლობის შეგრძნებას.
უდაოა, რომ დღეს თურქეთს ერთ-ერთი მძლავრი არმია გააჩნია ნატო-ში, იგი სიდიდითა და საბრძოლო უნარებით მეორეა აშშ-ს შემდეგ და თურქი ჯარისკაცები ქვეყნის ინტერესის დასაცავად მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება თავსაც შეწირავენ.
მაგრამ თუ ტელევიზორს გათიშავენ თვალში საცემია მაღალი ფასები, არასტაბილურობა, გადასახადების ზრდა, კორონოვირუსის პანდემიის შედეგები.
ერდოღანის რეიტინგი კი სერიოზულ რყევებს განიცდის, ყოფილი თანაგუნდელები ტოვებენ მას და თავიანთ პოლიტიკურ პარტიებს აყალიბებენ.
ერდოღანის ხელისუფლებას ესაჭიროება ლეგიტიმაციის ახალი საფუძველი. ამიტომაც მისი მართველობა გადაიქცა რბოლად ერთ დიდი მიზნიდან სხვა მიზნისკენ.
წმინდა აია-სოფიას მეჩეთის სტატუსის მინიჭება - არის მისი ლეგიტიმაციის ერთ-ერთი წყლის ყლუპი. ძალზედ დიადი თავის სიმბოლური დატვირთვითა და ამავდროულად იაფი, რადგან მას არ დასჭირდა თურქული არმიის გაგზავნა მორიგ საბრძოლო ოპერაციაზე საზღვარგარეთ.
ერდოღანი კი სთვლის, რომ მისი სახელი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება თურქეთის ისტორიაში.
დასავლეთელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წმინდა აია-სოფიის სტატუსის შეცვლით ერდოღანი შეეცადა საკუთარი რეიტინგის ამაღლებასთან ერთად ოპოზიციის რიგები დაექსაქსა.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს საარჩევნო ბლოკი, სადაც გაერთიანდნენ სეკულარისტი ქემალისტები, ნაციონალისტები და ღვთისმოშიშე კონსერვატორები „ბედნიერების პარტიიდან“. იმჟამად მათ არაფერი ჰქონდათ გასაყოფი, ხოლო ამჟამად კი საწინააღმდეგო პოზიციების გამო წმინდა აია-სოფიას სტატუსის გამო მათ რიგებში უთანხმოებას წარმოშობდა.
მაგრამ ოპოზიციის განხეთქილება არ მოხდა. ესმის რა ერდოღანის იდეის პოპულარობა მოსახლეობაში, არსობითად ეს იდეა არავინ გააკრიტიკა.
პირიქით, საერო ქემალისტები აღშფოთნენ, რომ თურქეთის საშინაო საქმეში ისეთი სახელმწიფოები ერევიან როგორიცაა საბერძნეთი და რუსეთი, ხოლო კონსერვატორები შეეცადნენ დაესწროთ ერდოღანისთვის სტსტუსის შეცვლის წინადადების წამოყებაში. ამასთან ყველა მხარემ განაცხადა, 1500 წლიანი ისტორიის ძეგლი არ უნდა იქცეს პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი და ამწუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი.
როდესაც სულთანი მეჰმედ II დამპყრობელმა 1453 წელს აიღი კონსტანტინოპოლი, წმინდა აია-სოფიას ტაძარი გახდა მის სამხედრო ნადავლი. მან ბრძანა გადაეკეთებინათ იგი მეჩეთად და გადასცა ვაკფს, გაუკეთა რა ამით საჩუქარი თავის ქვეშევრდომებს.
მოსარჩლე, არასამთავრობო ორგანიზაცია ვაკფური ქონების, ისტორიული ნამუშევრებისა და გარემოს დაცვის ზრუნვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ 1934 წელს წმინდა აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთება ეწინააღმდეგებოდა მეჰმედ II ნებას, შესაბამისად იგი უკანონოა.
სასამართლომ ერთხმად აღიარა ამ არგუმენტის ჭეშმარიტება, თუმცა ადრე უარს ამბობდა ამგვარი არგუმენტების განხილვაზე. მაგალითად, 2005 წელს, უკვე ერდორანის მართველობისას, ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცადა ამავე საქმის განხილვას უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. მაგრამ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვის შეჩერებაზე.
ალბათ არ იქნება რთული წარმოსადგენი, თუ რა მოხდება თურქეთის რესპუბლიკაში, თუ სხვა ვაკუფების მემკვიდრეები გამოიყენებენ წმინდა აია-სოფიის პრეცენდენტს, რათა დაიბრუნონ ათათურქის დროს ნაციონალიზირებული საკუთრება.
თურქეთსა და დასავლეთს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ახლა პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებაც დაემატა, რომლის მიხედვითაც სტაბოლში (კონსტანტინოპოლში) მდებარე წმინდა აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდა.
მუსლიმი ვერ წაიკითხავს ლოცვას, როდესაც გუმბათიდან მას უყურებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. XV საუკუნეში ოსმალომ ქრისტიანულ ფრეზკებზე უბრალოდ თაბაშირით გალესა, ხოლო 1934 წელს ეს თაბაშირი მოხსნენ.
რას გააკეთებენ დღეს? - ფარდას ჩამოაფარებენ, რომელიც დაფარავს წმინდანების გამოსახულებას მუსლიმთა ლოცვისას.

მსგავსი თემები: