ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ადრეულ საუკუნეებში ლიდერი ხდებოდა ფიზიკურად ყველაზე ძლიერი თავის საზოგადოებაში. თუ პირველყოფილი ადამიანების ჯგუფის ლიდერი ვერ იქნებოდა ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, ის ვერ გადაარჩენდა თავის თემს.

თუკი ვინმეს სურდა ლიდერის ადგილის დაკავება, მას ეს სხვებთან ბრძოლაში უნდა დაემტკიცებინა და ვინც გაიმარჯვებდა ის ხდებოდა მეთაური, ხოლო დამარცხებული კვდებოდა, ან ტოვებდა თემს.
ზუსტად ასე ხდება ცხოველებშიც. მგლების ხროვის მეთაური უნდა იყოს ყველაზე ძლიერი ხროვაში. თუკი ის კვდება, მის ადგილს იკავებს დარჩნილი მგლებიდან ყველაზე ძლიერი. ამის გარკვევა ხდება ერთმანეთთან ბრძოლით.
პრიმიტიულად მომუშავე საზოგადოებაში დღესაც ლიდერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია - ფიზიკური ძალა.
ცივილურ სამყაროში ლიდერის ძალა განსხვავებულია. მაგალითად დღეს, მწვრთნელს რომელსაც შეუძლია გახადოს სხვა მსოფლიო ჩემპიონი, თავად არ შეუძლია ამ ტიტულის მოპოვება.
მწვრთნელი შეიძლება იყოს სუსტი, მომცრო ტანისა და სიმაღლის, ასაკოვანი, კოჭლი, ბრუციანი, მაგრამ მას შეუძლია ვიღაცა სხვა, ვისაც აქვს ფიზიკური მონაცემები, ნებისყოფა და ამბიცია, გახადოს მსოფლიო ჩემპიონი.
რას აკეთებს მწვრთნელი? ის ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ცალ-ცალკე არიან ძლიერები რაღაც ერთ სფეროში. შემდეგ აერთიანებს ამ მოთამაშეებს ისეთნაირად, რომ ყველა სფეროში იყოს თუნდაც ერთი მოთამაშე ყველაზე კარგი.
მწვრთნელის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ შეარჩიოს ისეთი სპორტსმენები, რომლებიც ავსებენ ერთმანეთის სუსტ მხარეებს ისეთნაირად, რომ მთლიანობაში გუნდს არ ჰქონდეს აშკარად გამოხატული სუსტი წერტილი. მწვრთნელის გარეშე სპორტსმენები ამას ვერ გააკეთებენ. ყველა მოთამაშე თავის თავს თვლის ყველაზე საუკეთესოდ და ასეც არის, ოღონდ კონკრეტულ ერთ ნაწილში (დაცვაში, თავდასხმაში, კარებში). მწვრთნელი კი ქმნის „კოქტეილს", რომელშიც მთლიანად გუნდი ბევრად ძლიერია, ვიდრე ყოველი მისი მოთამაშე ცალ-ცალკე.
მსოფლიოში არის ათობით ათასი ბიზნეს-ტრენერი თუ მოტივაციის სპეციალისტი რომლებიც თავად ვერ ხდებიან მულტიმილიონრები, მაგრამ უამრავ კომპანიის ტოპ-მენეჯერებს ეხმარებიან თავიანთი ტრენინგებითა თუ წიგნებით იმაში, რომ მათ აიყვანონ თავიანთი თანამშრომლები უფრო მაღალ პიროვნული განვითარების დონეზე, რასაც მოსდევს მწარმოებლურობის მრავალჯერადი ზრდა და შესაბამისად უზარმაზარი მოგებების მოტანა, როგორც თავად ამ თანამშრომლებისთვის, ასევე ბიზნესი მფლობელთათვისაც.

მსგავსი სტატიები