რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია განაცხადეს TBC ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დააარსეს რა პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის", რომლის სლოგანია: "ახალი ძალა ახალი იმედი". სიტყვა „ოცნება“, შეიცვლა სიტყვა „იმედი“-ით და აი, რატომ?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ბიძინა ივანიშვილი ხალხს თვალწარმტაც კეთილდღეობას დაჰპირდა, მართლა ისეთს, ოცნებაშიც რომ ვერ წარმოიდგენს ადამიანი. მილიარდერის დაპირებები გაჭირვებულმა ხალხმა დაიჯერა. საღად აზროვნება და ფილოსოფოსობა ოცნებასთან შორს დგას. მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში მილიარდი ივანიშვილის უკვე დახარჯული ჰქონდა და უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა.
თითქმის 2500 წლის წინ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ბრძანა: „ისინი, ვინც ფულით ყიდულობენ ხელისუფლებას, დაჩვეულნი არიან მისგან მოგება მიიღონ“.
რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, დღეს ვერც ერთი ქართველი ბიზნესმენი თავის ქონებითა და გავლენით ვერ შეედრება ვერც ბიძინა ივანიშვილსა და ვერც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ისტორიკოსად ვთვლი ინგლისელ სერ არნოლდ ტოინბის (1889-1975).
მთელი თავისი ცხოვრება იგი იკვლევდა ცივილიზაციების ისტორიას, თუ როგორ წარმოიშობოდა ცივილიზაციები, თუ იმპერიები და თუ როგორ კვდებოდნენ.
ცივილიზაციის, თუ იმპერიის, და კერძოდ სახელმწიფოს სიკვდილის მიზეზად სერ არნოლდმა დაასახელა სამი გარემოება:
1) ეკონომიკის მილიტარიზაცია;
2) ეკონომიკის ოლიგარქიზაცია;
3) აგრესიული საგარეო პოლიტიკა და მეზობელ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
არაერთხელ ამიღნიშნავს, რომ ამ სამივე თვისების მატარებელია, ჩვენი მეზობელი რუსეთი და თავსაც ამიტომ გვესხმის.
მაგრამ ამჟამად თქვენი ყურადღება მსურს გავამახვილო ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოზე.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართული ეკონომიკა არის რამოდენიმე ოლიგარქის ხელში. ანუ არნოლდ ტოინბის კლასიფიკაციით მოხდა ქვეყნის ეკონომიკის ოლიგარქიზაცია.
როგორც არნოლდ ტოინბიმ თავის "ისტორიის კვლევა"-ში გვაჩვენა, ეს არის ქვეყნის დაღუპვა.
ზედაპირული კვლევაც კი გვაჩვენებს, რომ დღეს საქართველოს თითქმის მთელი ეკონომიკას აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ხაზარაძე-ჯაფარიძეს TBC ჯგუფი.
მაგალითად: მამუკა ხაზარაძეს უკან დგას TBC ბანკი და ამ ბანკთან დაკავშირებული ბიზნესსტრუქტურები. ბიძინა ივანიშვილის კი, გარდა თავის რესურსებისა, ზურგს უმაგრებს საქართველოს ბანკი და ბიზნესმენთა ის ნაწილი, რომელიც ამ ბანკთანაა ასოცირებული. ვინც არ იცის კი გეტყვით, რომ დღეს საქართველოს საბანკო სექტორს ამ ორ უმსხვილეს ბანკს - TBC-ბანკსა და საქართველოს ბანკს უკავია საბანკო სექტორის 60% მეტი. ეს კი საბანკო სექტორის მონოპოლიაა.
დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებიან ლამის ოქროს კოშკებს და ეკონომიკის სწრაფ აყვავებას. არა და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს გუნდი პოლიტიკაში მოდის საკუთარი კერძო ბიზნეს და ფინანსური ინტერესების დასავად.
მამუკა ხაარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს მთავარი პროკურატურა ედავება 17 მილიონი დოლარის მითვისებას.
გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც 2012 წელს, როცა პოლიტიკაში წავიდა ბიზნესიდან, ზუსტად იგივე სამართლებრივ ურთიერთობაში იყო პროკურატურასთან, მას სააკაშვილის ხელისუფლება მილიონებს ედევაებოდა. „ქართუ“ ბანკის დამცველთა რიგებში, რომ ვიდექით ეგეც გვახსოვს.
XIX საუკუნეში ამერიკელმა სენატორმა მარკ ჰანამ (1837-1904 წწ.) ბრძანა: „პოლიტიკაში მნიშვნელობა მხოლოდ ორ რამეს აქვს. პირველი - ეს ფულია, ხოლო მეორე რაა, არ მახსოვს“

მსგავსი თემები:

 

.