რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც ადამიანი ცდილობს რაღაცის კეთებას დროზე ადრე, ეს არის უგუნურობა. ასეთივე უგუნურობაა როდესაც ადამიანი უყურებს რაიმე შესაძლებლობებს ანუ, კარი ღიაა, მხოლოდ უნდა გადადგას ნაბიჯი და შეხვიდეს, ის კი აყოვნებს. მაშინ რა არის სიბრძნე?

სიბრძნე - არის იცოდე რა უნდა გააკეთო დროის ყოველ მომენტში.
ადამიანი ფიქრობს: „რა მეჩქარება, ყოველთვის მოვასწრებ ამის გაკეთებას. ახალგაზრდა ვარ, წინ კიდევ ბევრი დრო მაქვს" და ოი საოცრებავ, კარი „იკეტება" შენ კი გარეთ ხარ. ყველა ვინც მოასწრო და შევიდა, ტკბებიან: ოჯახით, შვილებით, დიდი შემოსავლებით, ჯანმრთელობით.... შენ კი ფიქრობ: „მე რომ მაშინ გამეკეთებინა..... მეც იქ ვიქმნებოდი.
დრო შექმნა უფალმა. მან დროის ყოველ მონაკვეთში დააწესა მისი შესაბამისი გასაკეთებელი საქმე და ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, შევიდეს უფლის მიერ ყოველ გარკვეულ დროის მონაკვეთში „გაღებულ კარში". შენ ვერ გააღებ შესაძლებლობის კარს. შენ შეგიძლია უბრალოდ შუბლი არტყა დაკეტილ კარს 1 წელი, 2 წელი, 5 წელი. მაგრამ უფალმა თუ დააწესა, რომ კარი უნდა გაიღოს 5 წლისა და 1 დღის შემდეგ, შენ იქ უნდა იყო.
უორენ ბაფეტმა თქვა: „თქვენ ვერ დაბადებთ ბავშვს 1 თვეში, ცხრა ქალი რომ დააფეხმძიმოთ". უფალმა დააწესა, რომ იმისათვის რომ კარი გაიღოს, უნდა გავიდეს რაღაცა პერიოდი, მომწიფდეს სიტუაცია.
ჩინელებს აქვთ ანდაზა: „არ არის საჭირო დაეხმარო ხორბლის თავთავებს დამწიფებაში".
უგნური ადამიანი, არის მოუთმენელი ადამიანი, რომელიც შფოთავს, წუწუნებს, ხან ერთ კუთხეს მიედება, ხან სხვაგან გადაერთვება, დაიწყებს რაღაცის კეთებას, მოსწყინდება. ცოტა ხანში გადაერთვება სხვა საქმეზე და ა.შ.
ის არ აძლევს სიტუაციას საშუალებას მომწიფდეს ისე, რომ „კარი გაიღოს". სხვადასხვა სიტუაციის მომწიფებას სჭირდება სხვადასხვა დრო. ნამცხვრის დამზადებას სჭირდება 4-5 საათი, იმისათვის რომ გაიღოს კარი „გემრიელი ნამცხვარი".
ხშირად წარმატებულ ადამიანებზე ამბობენ: „მას გაუმართლა, ის აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას". ყველა ადამიანი, ვინაც მიაღწია დიდ წარმატებას, გეტყვით „აუცილებელია ბევრი შრომა, დისციპლინა და მოთმინება". მართალია მათი სიტყვები იქნება განსხვავებული, მაგრამ აზრი იქნება სწორედ ეს.
შრომა - იმისათვის რომ დაიხვეწოთ და გახდეთ პროფესიონალი, დისციპლინა - იმისათვის რომ მიჰყვეთ დასახულ გეგმას და არ გადაუხვიოთ. აკეთოთ მაშინ, როდესაც სულაც არ ხართ ამის ხასიათზე და მოთმინება - იმისათვის რომ გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენ სწორ გზაზე დგახართ და გზის ბოლოს უფალი გაგიღებთ „კარს".

მსგავსი თემები