რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

უხსოვარ დროში, ბრძენმა, მოხუცმა ხელმწიფემ შეკრიბა მთელი თავისი მწიგნობრები და უბრძანა: „მსურს, რომ შეკრიბოთ მთელი კაცობრიობის სიბრძნე და მას წიგნის ფორმა მისცეთ, რათა მომავალ თაობას სახელმძღვანელოდ დაუტოვოთ".

მწიგნობარნი დიდხანს მუშაობდნენ მბრძანებლის დავალების შესასრულებლად.
ერთ დღესაც მათ ხელმწიფეს ფოლიანტების თორმეტი მასიური ტომი მიართვეს. მწიგნობრები ამაყები იყვნენ იმის გამო, რომ მათ შეძლეს „კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი სიბრძნის" ერთ გამოცემაში თავმოყრა.
მონარქმა გადახედა მძიმე ტომებს და განაცხადა: „ბატონებო, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაშრომში მართლაც კაცობრიობის ის ცოდნა დევს, რომელიც მომავალ თაობას გამოადგება, მაგრამ, ვშიშობ, ამდენი ტომს რომ დაინახავს ხალხი, მათ სიბრძნის წაკითხვის ყოველგვარი ხალისი გაუქრებათ და ამ შემთხვევაში თქვენი შრომა ფუჭად ჩაივლის. 12 ტომს არავინ წაიკითხავს. საჭიროა, რომ ძირითადი აზრი უფრო ლაკონურად და უფრო მომცრო წიგნად დაწეროთ".
მწიგნობრებმა დიდხანს იმუშავეს და საბოლოოდ ერთ წიგნამდე დაიყვანეს „კაცობრიობის სიბრძნე". მეფეს ერთ წიგნად შეკრული სიბრძნეც არ მოეწონა და ბრძანა, კიდევ უფრო მოკლე ვარიანტი შეექმნათ. რა გზა ჰქონდათ ხელქვეითებს, მათ სიბრძნე თავდაპირველად, ერთ თავამდე დაიყვანეს, შემდეგ ერთ გვერდად გადააკეთეს, ხოლო საბოლოოდ ერთ წინადადებაში მოაქციეს.
მაშინ ხელმწიფე აღფრთოვანდა, რომ მას ჰქონდა „მთელი კაცობრიობის საუკუნოვანი სიბრძნის" ფორმულა, რომელიც გადმოცემულია ერთ წინადადებაში და ის ასე ჟღერს: უფასო სადილი არ არსებობს!
და ის, მართლაც არ არსებობს.
არ არსებობს „უფასო მგზავრობა", მას იხდის სატრანსპორტო კომპანია, ან გადასახადის გადამხდელი.
აი, თუნდაც სარეკლამო „ილეთი" - „იყიდეთ მაცივარი და საჩუქრად მიიღეთ უთო". თქვენ გგონიათ უთო გაჩუქეს? უთოს საფასური, ხომ მაცივრის ფასში შედის ე.ი. საჩუქარი - ფაფუუუ.
ან ავიღოთ „უპროცენტო განვადება". დავიჯერო თქვენ იმდენად მიამიტი ბრძანდებით, ფიქრობთ რომ ის უფასოა? კომპანიები ბანკებს გაყიდული საქონლიდან გარკვეულ თანხას უხდიან, პროცენტის საფასურად და ამ თანხას კლიენტი იხდის საქონლის ფასის გადახდისას. გაიხსენეთ, ბოლოს როდის გაუკეთებიათ თქვენთვის „უფასოდ" რაიმე და ეს „უფასო" მომსახურება საბოლოოდ რამდენი დაგიჯდათ.
თქვენ შეიძლება მკითხოთ, „მაგრამ, ხომ არსებობს კიდევ ქველმოქმედება?" ან „ხომ არსებობენ უანგარო ადამიანებიც?" კი ბატონო, არსებობენ. ქველმოქმედნი ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც ყოველთვის იარსებებს, ნებისმიერ ცივილიზაციაში და ნებისმიერ სახელმწიფო წყობაში. მაგრამ, არც ეს შეიძლება ჩაითვალოს „უფასოდ", ვინაიდან ქველმოქმედი ადამიანები სანაცვლოდ იღებენ „სულიერ სიამოვნებას" და კიდევ სხვა სიკეთეებს.

მსგავსი თემები