რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ხარის წელმაც დაიწყო პირველი დღეების ათვლა. 2021 წელი, რომელმაც წინამორბედისგან სიკვდილის შიშით გათანგული კაცობრიობა მიიღო მემკვიდრეობად, საინტრესოა შეძლებს თუ არა ის, მისი ღვთიური მისიის შესრულებას განმეორებით.

 

ძველი თქმულება
ღმერთმა ქვეყანა და ადამიანი რომ გააჩინა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რომელი პირიტყვი გამოადგებოდა კაცს, დაუძახა ირემსა და ხარს, უბრძანა: გაიქეცით, ვნახოთ, ვინ უფრო მალე გადაირბენს ცასაო.
ირემი ისარივით სწარფად გაფრინდა, მაგრამ ამ დიდი აღმაფრენისგან დაიღუპა. დარჩა მხოლოდ მისი ნაკვალევი ცაზე, რომელსაც „ირმის ნახტომი“ ჰქვია.
ხარი კი დინჯად წავიდა. მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მიაღწია დანიშნულ ადგილს. ხარის ნაკვალევიც დააჩნდა ცას, მას „ხარის ნალი“ ეწოდება.
ამის შემდეგ დალოცა ღმერთმა ხარი, უკურთხა ქედი და ქვეყანაზე გამოგზავნა. მას აქეთ ხარს აწევს ადამიანის მშველელის ტვირთიო.
ვახტანგ კოტეტიშვილი