რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

რუსეთი, იქნება ეს რომანოვების იმპერია, რუსულ-ბოლშევიკური იმპერია თუ ჯერ ელცენის ე.წ. "დემოკრატიული" და მერე ვლადიმერ პუტინის ფაშისტური რუსეთის დანაშაული საქართველოს წინაშე.

არასრული სია:
1) 1770 წელი – ღალატი ასპინძის ომში;
2) 1795 წელი – ღალატი კრწანისის ომში;
3) 1801 წელი – ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია და ინკორპირება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში;
4) 1801 წელი – ქართული სამეფო ოჯახის გადასახლება;
5) 1804 წელი – მთიულეთის აჯანყების ჩახშობა;
6) 1810 წელი - იმე¬რე¬თის სა¬მე¬ფოს გაუქმება;
7) 1811 წელი – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება;
8) 1812 წელი – კახეთის აჯანყების ჩახშობა;
9) 1819 წელი – იმერეთის აჯანყების ჩახშობა;
10) 1841 წელი – გურიის აჯანყების ჩახშობა;
11) 1856 წელი – სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა;
12) 1887 წელი – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა;
13) რუსი ეგზარქოზებისა და მღვდელმსახურების მიერ ქართული მოოქროვილი ხატების ძარცვა-დატაცება;
14) ქართული ეკლესიების კირით შეთეთრება, უნიკალური ძველი ქართული მართმადიდებლური ფრესკების მოსპობა და განადგურება ე.წ. “ერთმორწმუნე“ უფროსი “ძმის“ მიერ;
15) სკოლებში, ეკლესიებში, სასამართლო სისტემაში ქართული ენის გაძევება და რუსულის დაკანონება;
16) მეგრელების, გურულებისა და აფხაზების ცალკე ერად გამოყოფა;
17) 1920 წლის მოსკოვის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით საქართველოს ძირძველი მიწების თურქეთისათვის გადაცემა;
18) 1921 წელი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია;
19) 1922 წელი – სვანეთის აჯანყების ჩახშობა;
20) 1923 წელი – კოტე აფხაზისა და ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა;
21) 1923 წელი– წმინდა და უხრწნელი დავით და კონსტანტინე მხეიძეების ცხედრების შეურაცყოფა;
22) 1924 წელი – აჯანყების გაუგონარი სისატიკით ჩახშობა, 12000 მოკლული!!!;
23) 1925 წელი – პოეტ მიხა ხელაშვილის მკვლელობა
24) 1937 წელი –ტერორი, ქართული ინტელიგენციის მწერლების, პოეტების, მეცნიერთა მიზანმიმართული მოსპობა-დახვრეტა – აი მათი არასრული სია:
მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწაშვილი, გიორგი ელიავა (ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი), ბესარიონ ჭიჭინაძეს (ზაჰესისა და რიონჰესის დამპროექტებელი), გენერალ გიორგი მაზნიაშვილის (მისი წყალობით აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია);
25) 1942 წელი – ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაცია “სამანის“ 17 წევრის დახვრეტა;
26) 1956 წელი – 9 მარტის ტრაგედია;
27) 1978 წელი –საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების მცდელობა;
28) 1989 წელი – 9 აპრილის ტრაგედია;
29) 1989 წელი – მერაბ კოსტავას მკვლელობა (საეჭვო ავარიაში დაღუპვა, ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად);
30 )1991 – სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება-დაფინანსება;
31) 1992-1993 წლები, რუსეთის მორიგი აგრესია, აფხაზეთში საქართველო-რუსეთის ომი, 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული;
32) 2003 წელი – მორიგი სახელმწიფო გადატრიალების, ე.წ. "ვარდების რევოლუციის" ორგანიზება და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა;
33) 2004 წელი – შეიარაღებული შეტაკებები ცხინვალის რეგიონში;
34) 2008 წელი – ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიტაცება, მათი ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება;
35) 2008-2020 მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება, ტერორი.
ეხლა კი მინდა კითხვით მივმართო იმ ქართველებს, ვინც დღესაც სთვლის, რომ ჩვენი ხსნა ე.წ. "ერთმორწმუნე" რუსეთშია. გთხოვთ კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხეთ ჩემს მიერ ჩამოთვლილი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და ერის წინაშე და თქვით რას ელით რუსეთისაგან! ნუ თუ 30 ვერცხლად გაიყიდეთ?
და ბოლოს. მე არაერთხელ ხაზგასმით მითქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია, ვგულისხმობ რა 1991 წლის საზღვრებშ, დაიშლება.
რუსეთის ფედერაციის დაშლა პირველმა, ჯერ კიდევ 1993 წელს, იწინასწარმეტყველა ცნობილმა რუსმა და საბჭოთა დისიდენტმა ვლადიმერ ბუკოვსკიმ. თქვენმა მონა-მორჩილმა რუსეთის ფედერაციის დაშლა პირველად 2003 წელს თქვა, ხოლო 2008 წელს კი ვთქვი რომ რუსეთის ფედერაცია 20-25 წელიწადში დაიშლება.

მსგავსი სტატიები: