რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

კასპიის ზღვის საკითხი აქტუალურია ირანისა და თურქმენეთის ურთიერთობებშიც, რომელსაც კასპიის ზღვა ამ უკანასკნელს დასავლეთითაა. ამ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო საზღვარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული, კონფესიური და ცივილიზაციური სიახლოვე.

დღევანდელი თურქმენეთის არაერთხელ შეადგენდა ისტორიული სპარსეთის შემადგენელ ნაწილს, ხოლო ლეგენდარული სპარსულენოვანი სახელმწიფოს პარფიის დედაალაქი ნისა მდებარეობს ამჟამინდელი თურმენეთის დედაქალაქის მახლობლად. თურქმენეთთან ურთიერთობის გარღმავებით ირანი პრაგმატულ მიზანს მისდევს - განამტკიცოს თავისი პოზიციები რეგიონში, მოიპოვოს მაქსიმუმი სარგებელი არა მარტო წიაღისეული სიმდიდრით, არამედ ასევე მისი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით, რაც უპირველესად გამოიხატება მისი სატრანზიტო მარშუტების გზასაყარზე. ხოლო საამისოდ კი თეირანში მიიჩნევენ, რომ ირანის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი თურქმენული დიასპორის არსებობას.
დღეს ირანი არის თურქმენეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიური პარტნიორი. წლიური სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის, მათ შორის ნვთობისა და გაზის მრეწველობაში სხვადახვა შეფასებით, შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს. ირანული კომპანიები კი თურქმენეთში ეწევიან ინვესტიებას ისეთ პროექტებში როგორიცაა ოპტიკურ-ბოჩკოვანი კავშირი, რკინიგზის მშენებლობა მეშხედი-სერახსი-ტეჯენი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თურქმენბაშიში, წყლის ნაგებობები მერვენში, თხევადი აირის ტერმინალები, და სხვა მრავალი.
რუეთის ბოლშევიკური იმპერიის დაშლის მერე, თურქმენეთი აღმოჩნდა ეკონომიურ კრიზისში, ხოლო მოსახლეობას არ გააჩნდა საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველადი საგნები და საკვები. მათ ირანი დაეხმარა.
ირანის დახმარებითა და ხელსეწყობით თურქმენეთში რეალიზებულა ასობით სამრეწველო ობიექტი, რომელიც პრიორიტეტულია ეროვნული ეკონომიკისათვის. 1996 წელს ექსპლუატაციაში შეყვანილ იქნა ტეჯენი-სერახსი-მეშჰედის რკინიგზა, რითაც აშხაბადი უმოკლესი გზით დააკავშირა მახლობელ აღმოსავლეთთან და ამით რეალურად აღადგინა დიდი აბრეშუმის გზის ეს მონაკვეთი. ირანის ხელშეწყობით აშენდა 200 კილომეტრიანი გაზსადენი კოპრეჯე-კურდკუი, რომელიც წარმოადგენს ალტერნატივას რუსული მილსადენებისა. თავის მხრივ თურქმენეთმა აიღო ვალდებულება 25 წლის განმავლობაში მიაწოდის ირანს 25 მილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირისა.