რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პარტიიდან მარგარეტ ტეტჩერმა შესანიშნავად მიმართა მშობლებს. რა რჩვევა მისცა მათ „ხალხის ფულის“ ხარჯვის საკითზე?

“როდესაც თქვენი შვილი საკუთარი შრომით, პირველ ხელფასს მიიღებს და მაგალითად, ნაყინს იყიდის, ჭამის დაწყებამდე, გამოართვით ნაყინი, მოაცილეთ მას 20%-ი და დარჩენილი ნაწილი უკან დაუბრუნეთ. სანამ ის გაოგნებული გიყურებთ, აუხსენით, რომ ასე ექცევა სახელმწიფო ხალხის გამომუშავებულ ფულს და ასე მოექცევა ის, მის მიერ ნაყიდ ნაყინსაც.
ასევე აუხსენით ისიც, რომ მას შეუძლია ნაყინის წამრთმევისას ხელი წაავლოს და მოითხოვოს, თუ რატომ ართმევს მას მაინცდამაინც 20 % -ს და სად მიდის მისი ნაყინის მეხუთედი ნაწილი.
ყველა მშობელი, თუ ასე მოიქცევა ჩვენს ქვეყნაში მაშინ გაჩნდება შანსი იმისა, რომ გაიზრდება თაობა, რომელსაც ეცოდინება - სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი ფული.
არის მხოლოდ გადასახადების გადამხდელების ფული, რომელიც ეკუთვნით მათ და მხოლოდ მათ და ასევე ის, რომ გადამხდელები ვალდებულნი არიან, აკონტროლონ სახელმწიფო და ჩინოვნიკები თავიანთი ფულის ხარჯვისას!”
მარგარეტ ტეტჩერი
ბევრმა ჩვენთაგნმა არ იცის, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას ბილეთის საფასურში გადახდილი ფულიდან 20 პროცენტი დღგ-ს სახით ბიუჯეტში შედის, ანუ ამ გადასახდს ირიბად ვაფინანსებთ.
რაში იხარჯება ხალხის ფული?
ყველა ხელისუფლება ორ წელიწადში ერთხელ, ერთი და იგივე გზას აგებს. და თანაც ჩვენს ფულს კრედიტებს უმატებს.
მაშინ, როცა გერმანიაში ჰიტლერის დროს დაგებული გზებით სარგებლობენ და მათი გარემონტების საჭიროება დღემდე არ დაგმდგარა.
რატომ იმიტომ, რომ გერმანიაში, ისევე როგორც ინგლისში, მშობლები ბავშვებს ასწავლიან, რომ გადასახადი უნდა გადაიხადონ და გადამხდელებისგან აკრეფილი ფული არ უნდა მოიპარონ.
საქართველოს „ხალხის ფულის“, ანუ სახლმწიფო ბიუჯეტის ქურდები, უმარვალი ჰყავს. საიდან ჩნდებია ისინი და რა ვასწავლით მათ ბავშვობაში?

მსგავსი თემები