რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ეს 50 კითხვა, თვითოეულმა ადმიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. ამ კითხვებზე არ არსებობს სწორი, ან არასწორი პასუხი. მაგრამ ზოგჯერ, სწორად დასმული კითხვა უკვე პასუხია.

1. რამდენ წელს მისცემდით თქვენს თავს, რომ არ იცოდეთ თქვენი ასაკი?
2. რა უფრო ცუდია: განიცადოთ წარუმატებლობა თუ საერთოდ არ სცადოთ არაფერი?
3. თუ სიცოცხლე ასე მოკლეა, რატომ ვაკეთებთ ასე ბევრს იმას რაც არ გვიყვარს და ასე ცოტას იმას, რაც გვიყვარს?
4. თუ სამუშაო დამთავრებულია, ყველაფერი ნათქვამია და ყველაფერი გაკეთებული, რა უფრო მეტი იყო- საქმე თუ ლაპარაკი?
5. პირადად თქვენ, რომ მოგცენ უფლება, რაღაც მხოლოდ ერთი შეცვალოთ მსოფლიოში, რა იქნება ეს?
6. ბედნიერება ნაციონალური ვალუტა რომ გახდეს, რა სამუშაო გაგამდიდრებდათ?
7. თქვენ იმას აკეთებთ რისაც გჯერათ, თუ ცდილობთ დაიჯეროთ ის, რასაც აკეთებთ?
8. ადამიანი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელი რომ იყოს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რათა ის მაქსიმალურად გაგეტარებინათ?
9. რამდენად აკონტროლებთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება?
10. რაზე უფრო ნერიულობთ: სწორად აკეთოთ რამე, თუ სწორი რამეები აკეთოთ?
11. თქვენ სადილობთ სამ ადამიანთან, რომლებსაც აფასებთ და პატივს სცემთ. ისინი იწყებენ თქვენი ახლო მეგობრის კრიტიკას, არ იციან რა თქვენი მეგობრობის შესახებ. კრიტიკა დამამცირებელი და უსამართლოა. რას მოიმოქმედებდით?
12. პატარა ბავშვისთვის, მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რას ეტყოდით?
13. საყვარელი ადამიანის გადასარჩენად, შესძლებდით თუ არა კანონის დარღვევას?
14. რასაც ადრე შეშლილობად აღიქვამდით, დაგინახიათ თუ არა გენიალობად მოგვიანებით?
15. ამ ცხოვრებაში რას აკეთებთ სხვა ადმიანებისგან განსხვავებულად?
16. როგორ ხდება, რომ ის რაც თქვენ გაბედნიერებთ, არ აბედნიერებს ყველა დანარჩენს?
17. რისი გაკეთება გინდოდათ ძალიან და არ გააკეთეთ? რამ გაგაჩერათ?
18. ხართ? რაღაცაზე მოჭიდებული, რაც დიდი ხანია უნდა გაგეშვათ?
19. რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა საცხოვრებლად, სად წახვიდოდით და რატომ?
20. ლიფტის გამოძახებისას ღილაკს ერთზე მეტჯერ აჭერთ ხელს? რატომ, გგონიათ რომ ლიფტი უფრო მალე მოვა?
21. ვინ გირჩევნიათ იყოთ: ნერვიული გენიოსი თუ ბედნიერი ჩერჩეტი?
22. რატომ ხართ თქვენ - თქვენ?
23. რომ შეგეძლოთ თქვენი თავის მეგობარი გახდეთ, ისურვებდით ასეთ მეგობარს?
24. რაა უარესი: თქვენი მეგობარი სხვა ქვეყანაში რომ გადავიდეს საცხოვრებლად, თუ ახლოს იცხოვროს, მხოლოდ ურთიერთობა აღარ გქონდეთ?
25. რის გამო ხართ ყველაზე მეტად მადლიერი ამ ცხოვრებაში?
26. რას აირჩევდით: დაკარგოთ ყველა წარსულის მოგონება, თუ არასდროს გქონდეთ ახალი?
27. შესაძლებელია თუ არა, მიაღწიო სიმართლეს, ბრძოლის გარეშე?
28. თქვენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გახდა?
29. თქვენ გახსოვთ, რისი გულითვის იყავით საშინლად გულგატეხილი ამ 5 წლის წინ? ახლა ამას აქვს მნიშვნელობა?
30. რომელია თქვენი ყველაზე ბედნიერი ბავშვობის მოგონება? რის გამოა ის ასეთი?
31. თქვენი წარსულიდან რომელმა მოვლენამ გაგრძნობინათ, რომ ცოცხალი და ნამდვილი ხართ?
32. თუ ახლა არა - მაშ როდის?
33. თუ ამისთვის ჯერ არ მიგიღწევიათ, მაშ რა გაქვთ დასაკარგი?
34. გქონიათ ასეთი შემთხვევა- იყავით ვიღაცასთან ერთად და არაფერი გილაპარაკიათ, შემდეგ კი გადაწყვიტეთ, რომ ეს იყო საუკეთესო საუბარი თქვენს ცხოვრებაში?
35. რატომაა, რომ რელიგია რომელიც სიყვარულს ქადაგებს, ამდენი ომის მიზეზი გახდა?
36. შესაძლებელია თუ არა, უყოყმანოდ ზუსტად იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი?
37. ახლა რომ მილიონი დოლარი მოგცენ, სამსახურს თავს დაანებებდით?
38. უფრო რა მოგინდებოდათ: გქონდეთ ბევრი სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოთ, თუ ცოტა სამუშაო, მაგრამ ისეთი, რომელიც თქვენ მოგწონთ?
39. გაქვთ შეგრძნება, რომ დღევანდელი დღე, უკვე ასჯერ გამეორებულა აქამდე?
40. ბოლოს როდის იყო, თქვენ რომ დაიწყეთ აქტიური მოქმედება, ისე, რომ გონებაში მხოლოდ იდეის მონახაზი გქონდათ და ამასთან მისი უკვე მტკიცედ გჯეროდათ?
41. ყველა, ვისაც იცნობთ, ხვალ რომ კვდებოდეს, დღეს ვის მოსანახულებლად წახვიდოდით?
42. მოინდომებდით, გაგეცვალათ თქვენი სიცოცხლის 10 წელი საყოველთაო ცნობადობასა და მიმზიდველობაზე?
43. რა სხვაობაა სიცოცხლესა და არსებობას შორის?
44. როდის დადგება დრო, როცა გაითვლით რისკს და დაიწყებთ იმის კეთებას, რაც უნდა აკეთოთ?
45. თუ ჩვენ, ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვება?
46. რის გააკეთებას შესძლებდით სხვანაირად, თუ გეცოდინებოდათ, რომ არავინ არ გაგკიცხავდათ?
47. ბოლოს როდის შეამჩნიეთ საკუთარი სუნთქვის ხმა? გულისცემის?
48. რა გიყვართ? თქვენი ბოლო მოქმედება გამოხატავდა ამ სიყვარულს?
49. შესძლებთ გაიხსენოთ-რას აკეთებდით გასული 5 წლის ყოველი დღისთვის, გუშინ? გუშინწინ? გუშინწინისწინ?
50. გადაწყვეტილებებს იღებენ აქ და ახლა. კითხვა ასეთია: თქვენ თვითონ მიიღებთ მათ, თუ ვიღაც სხვა, თქვენს მაგივრად?

მსგავსი თემები