რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

Fake-ი ინგლისური სიტყვაა და ქართულად გაყალბებას, მოჩმახვას, ფალსიფიცირებას, ასევე მკითხველის გაცუცურაკებას ნიშანავს. დღეს „ფეიკნიუსი“ მსოფილოს ახალ ამბებში წამყვან ადგილს იკავებს და მან საქართველოშიც კარგად მოიკიდა ფეხი. როგორ გავარჩიოთ ტყული მართალისგან?

შვიდი წესი თუ როგორ უნდა წაიკითხო ახალი ისე, რომ არ აღმოჩნდე მოტყუებული:
წესი 1: გადაამოწმეთ ყველაფერი, რაშიც კი ეჭვი გეპარებათ
სკეპტიკურად შეხედეთ იმას თუ რას წერენ და ამბობენ ჟურნალისტები, ბლოგერები, წამყვანები.
თუ ხედავთ საეჭოდ ხმამაღალ სათაურს, ან და მეტისმეტად მშვენიერს ან საშინელს, რომ ეს სიმართლე იყოს ეჭვი გეპარებათ - ხშირად ეს ასეცაა.
შეამოწმეთ ექსპერტების ბიოგრაფია. ისინი შესაძლებელია, შესაძლებელია თვითმარქვია „ექსპერტი“-ს სახელით გვახვევენ მოსაზრებებს და ამ დროს მათ განსწავლულობას განსახილველ თემასთან კავშირი არ აქვს.
წესი 2: მუდამ ეძიეთ პირველწყარო, თუ ის მითითებული არ არ არის სტატიაში - ეს უკვე საბაბია იმისა, რომ ეჭვი შეიტანოთ არსებულ ინფორმაციაში.
თუ გამოქვეყნებულ სტატიაში პირველწყაროდ დასახელებულია ბლოგი, Facebook, Twitter, ოფიციალური ვებგვერდი, მაში არ დაიზაროთ და გადადით მითითებულ ლინკზე.
რაც შეეხება ახალ ამბებებს, თუ შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა, მაშინ ინფორმაციას თანდათული უნდა ჰქონდეს ფოტო, ან ვიდეო, მომხდარი მოვლენის ადგილიდა.
იდეალურ შემთხვევაში, დღის განვითარებული მოვლენის სიზუსტეს ორი, ან მეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უნდა დამტკიცდეს.
თუ მედია საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება მიმდინარე მოვლენის შესახებ, მაშინ ის სანდო და ცნობილი გამოცემა უნდა იყოს, რომ დაუჯეროთ.
წესი 3: წაიკითხეთ გამოქვეყნებული სტატიები იმის შესახებ, თუ რას ავრცელებენ კონფლიქტში მონაწილე მხარეები.
ხშირად კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, იქნება ეს სასამართლო განხილვა, საჯარო კამათი, თუ სახელმწიფოთაშორისი ომი, სურთ საკუთარი თავი მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ.
მედიასაშუალებათა უმრავლესობა ასე თუ ისე სიმპატიით არიან განწყობილი ერთ-ერთი მხარის მიმართ, ეს შესაძლოა იყოს როგორც შეუგნებლად, ასევე რედაქციის პოლიტიკიდან გამომდინარე. მხოლოდ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის მასალების გაცნობის შემდეგ - იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი თქვენთვი არასიმპატიურია, შეგიძლიათ გამოიტანოთ საკუთარი დასკვნა მომხდარ ფაქტზე.ს
წესი 4: ფრთხილად იყავით თუ სათაური ძალზედ ხმამაღალია
თუ სათაური სენსაციურად ჟღერს, თანაც იგი მსხვილი შრიფტითაა დაწერილი, ვთქვად ექსკლიუზივი, ვიდეო: პრეზიდენტმა ყველა შოკში ჩააგდო - ეს საფუძველია ეჭვქვეშ დააყენო ამგვარი ინფორმაცია.
მსხვილი მედიასაშუალება ასე ძალზედ იშვიათად იქცევა, მაგრამ ის საიტები, რომლებიც იმეორებენ ან „ტრაფიკის“ გადაყიდვით არიან დაკავებულნი, ანუ მუშაობენ ცნობისმოყვარეობაზე, რომლებიც აკლიკებენ ამგვარ ბლუმს, შოულობენ ამგვარ კლიკებით. რაც უფრო მეტი ადამიანი გადავა ბლუმზე, მით უფრო მეტ მოგებას ნახავს გამომცემლობა. ამგვარი სათაურების ავტორებს მდიდარი არსენალი და ხერხები გააჩნიათ, რომლის მეშვეობით ხშირ შემთხვევაში პროფესიონალებიც კი შეჰყავთ
წესი 5: ზედმიწევნით გადაამოწმე ციტატები
მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისა და სხვა საჯარო პირების ციტატებს სააგენტოების ჟურნალისტები რედაქციაში ხშირ შემთხვევაში გადასცემენ მოვლენის ადგილიდან, ამ პროცესში ისინი ამცირებენ, ან და ახდენენ მათი გამონათქვამების პერეფრაზირებას.
ფრთხილად იყავით ციტატებთან, განსაკუთრებით კი მეტისმეტად სენსაციური, ან და უცნაური განცხადებებით, რომელსაც არ ახლავს ვიდეო ან ან სანდო აუდიოჩანაწერი.
წესი 6: გაერკვიეთ ახალი ამბების წყაროში
ყველა რედაქციას გააჩნია საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა, თავის წესები, მიდგომა და ინტერესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია მფლობელის ინტერესებზე.
ყველა ეს ფაქტორი აისახება მათ მასალებზე: ის თუ როგორ მიაწოდებენ მას მკითხველს, რანაირად დასვამენ აქცენტებს, მიდგომა და ინტერესები, ხშირ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია მფლობელის ინტერესზე.
წესი 7: იცოდე მნიშვნელოვანი განსხვავებები
ინტერნეტში ორიგინალური კონტენტი, უფრო ნაკლებია, ვიდრე თარგმნილი, ან შემკულებულად გადაწერილი.
მაგალითად, თუ თქვენ კითხულობთ სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ნიუსის თარგმანს, გაითვალისწინეთ რომ ამ შემთხვევაში იკარგება აზრის ნაწილი. შეეცადეთ წაიკითხოთ ან თუნდაც თვალი გადაავლოთ ორიგინალს.
ცნობილი გამოცემები ასეთ ხერხს მიმართავენ. მაგალითად, ახალი ამბების რედაქციამ გამოაქვეყნოს კომპროპმატი პრეზიდენტის კანდიდატზე, მაგრამ იმავე გამოცემაში რუბრიკაში „შეხედულება“ მთლიანად კანდიდატის მოსაზრებებს დაეთმოს.
ასევე არსებობს წესი. წესის გარეშე,. თუ თქვენ ერთ თემას, მაგალიტად ეკონომიკას, ან სპორტს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ, აირჩიეთ სანდო გამოცემა, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, ამ გამოცემაში ასევე უნდა აირჩით ავტორი, რომელიც სტატიას წერს და მას ისე, ენდობით, რომ ზუსტად იცით, ფეიკ ამბებზე არ მუშაობს.
„ფეიკნიუსი“ ყალბი ამბების გავრცელებით. უბრალოდ მკითხველის გაცუცურაკებას ემსახურება, ენდე და გადაამოწმე-ეს პრინციპი ყველაფერში კარგია, გადმოწმების გზები უკვე იცით..

მსგავის თემები: