რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

თეთრთავიანი ხახვი Allium cepa L. არის მცენარის ახალი ჯიში და მისი სახელია ,,ლიზი”. ის მასობრივი გამორჩევის მეთოდით, გამოყვანილია ჯიშიდან ,,სტარდასტი“. რა ღირსებების მატარებელია „ლიზი“ და როგორ უნდა გამოიცნოთ ბაზარზე?

„ლიზი’ ნახევრად ცხარეა, ბოლქვი თეთრი ფერის ქერქლითა და რბილობით არის დაფარული, ფორმა მრგვალია, მასა _ 120-160 გრამს იწონის, უბარტყო, ნიადაგის ზედაპირზე მჯდომარე.
მცენარის სიმაღლე _ 30-40 სმ, ფოთლების რაოდენობა _ 6-8, მუქი მწვანე შეფერილობით, მარაოსებურად გაწყობილი. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა.
სავეგეტაციო პერიოდია საშუალო-საგვიანო, აღმოცენებიდან სრულ ბიოლოგიურ სიმწიფემდე საჭიროებს 100-105 დღეს.
ბოლქვის მოსავლიანობა სარწყავ ზონებში მაღალი აგროფონის პირობებში 30-40 ტონაა, თესლის მოსავალია 2,6-2,9 ც/ჰა-ზე. 1000 მარცვლის მასა _ 3,4-3,7 გრამი.
თეთრთავიანი ხახვი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ხახვის ბოლქვი შეიცავს ვიტამინებს და აზოტის შემცველ ნივთიერებებს (2,5 %-მდე), სხვადასხვა შაქრებს, განსაკუთრებულ აქროლად ნივთიერებას – ფიტონციდს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, ვიტამინებს BB2-ს(50 მგ%), PP ( 0,20 მგ %), C -(10,5-23,0 მგ%) და ეთერზეთებს.
ხახვის ასეთი მდიდარი შემადგენლობის გამო ის შეუცვლელი პროდუქტია ზამთარსა და გაზაფხულზე, განსაკუთრებით გრიპის ეპიდემიის და ვიტამინების ნაკლებობის დროს.
,,ლიზის’’ არ ახასიათებს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რაც მის განსაკუთრებული თვისებად ითვლება.
ჯიში ითხოვს მსუბუქ, ნოყიერ, სარწყავ ნიადაგს და განოყიერებისადმი დიდად მომთხოვნია, საუკეთესოა მისი გამოყენება მწვანედ, რომლის მოსავალი ჰექტარზე
არის 20-25 ტონა. მასში საერთოდ არ არის თვალის ლორწოვანი გარსისა და პირის ღრუს გამაღიზიანებლები, რაც მის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად ითვლება.
,,ლიზი“ მდიდარია ვიტამინებით, ქიმიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით, ამიტომ ის გამოიყენება სამკურნალოდ.
სათესლე ხახვის წარმოებისას სასურველია ბოლქვები დარგული იქნას კვადრატულ ბუდობრივად, ერთ ბუდნაში 4-5 ბოლქვი, რათა ქარიან ზონაში სათესლე ისრები შეკრულ იქნას საყრდენი სარის გარეშე.
საშუალო საგვიანო ჯიში -,,ლიზი“ ხასიათდება შაქრის შემცველობით, ამიტომ მისი შენახვა მოითხოვს ხახვის შენახვისათვის განკუთვნილი ნორმების ზუსტ დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბოლქვის ფუძის სიდამპლე და აუცილებელი ხდება მისი შეწამვლა დარგვის წინ.
ვეგეტაციის პერიოდში გადაჭარბებული ნალექის შემთხვევაში მოითხოვს ერთ წამლობას ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ.
ხახვის ახალი ჯიში „ლიზი’ საქპატენტში აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა (პეტრე ნასყიდაშვილი, ლერი ნოზაძე, ავთანდილ მუმლაძე, კობა კობალაძე, ციური ბიჭიაშვილი, ედნარ მიქანაძე) 2012 წელს დაარეგისტრირეს.
მას შემდეგ საქართველოში ხახვის ახალი ჯიშის გამოყვანა არავის უცდია.
დაიმახსოვრეთ, „ლიზი“ გარჩევისას არ აგატირებთ, ასევე იცოდეთ, რომ ის გივიანი ზაფხულისა და შემოდგომის ბოსტნეულია და იმპორტულში არ აგერიოთ.

ირანში მცენარის ახალი სახეობა გამოიყვანეს