რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

კაპიტალის ბევრნაირი გაგება არსებობს. მათ შორის ყველაზე რთულია კარგი სანაცნობო და სამეგობრო წრის გაბმა. რატომ არის რთული ადამიანური კაპიტალის დაგროვება.

და რაში სჭირდება პიროვნებას ჰქონდეს კარგი ავტორიტეტი საზოგადოებაში.
ამ კითხვის პასუხი უცხოეთში კარგად იციან.ამიტომაც ცდილობს ყველა პირველივე შეხვედრაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს.
ნებისმიერი გაცნობის შესაძლებლობას, ავიღოთ მაგალითად, წვეულება, მას უცხოელი და ქართველი, აბსოლიტურად განსხვავებულად იყენებს.
„ჩემი სახელია ჯორჯი“, მსგავსი მისალმებით ცდილობს უცხოელი ახალი ნაცნობი შეიძინოს და იმ კონკრეტულ თავყრილობაზე, ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოს.
იგივე სიტუაციაში, რას აკეთებს ქართველი?-ცდილობს იპოვოს ნაცნობი და მასთან მასლაათით დრო გაიყვანოს.
ხშირად ისეც ხდება, რომ დაბადების დღეზე შეკრებილი 10 ადამიანი, ისე შორდება ერთმანეთს, საკუთარი სახელის გაჟღერებაზე, რომ არც უფიქრია.
დილა ბევრი რამის მოლოდინით თენდება. ჩვენი სადარბაზოდან დავიწყოთ.
როცა სახლიდან გავდივართ, მივესალმოთ, მოვიკითხოთ მეზობელი. ასე დავიწყოთ აურის გაწმენდა. ეს ჩვენი სადარბაზოს ძაღლმა ჯესიმაც კი კარგად იცის. კამკა თავალებით უყურებს ყველას, მათაც კი, ვინც ვერ იტანს და ერთ სული აქვს პანღური ამოჰკრას.
გაბედეთ, გაიცანით, მიესალმეთ, მოიკითხეთ. ის ქუჩა, უბანი, ქალაქი, თუ ქვეყანა, სადაც მეგობარი, ან ნაცნობი არ გყავთ, თქვენთვის ხომ ცარიელია
ჰოდა შეავსეთ სიცარიელე, გამარჯობა ჩემი სახელია, ნუ გეშინია რა ვიკბინები?!