რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ზაფხულის სიცხეში ჯანმრთელი ადამიანებიც დგანან საფრთხის წინაშე. წელიწადის ამ დროს ადამიანის ორგანიზმში სითხის დაქვეითება შეინიშნება და მას განახლება სჭირდება. რა უნდა ცავიცვათ და როგორ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას მაღალი ტემპერატურის დროს?

სიცხეში დიდხანს ყოფნა იწვევს კანის გამოშრობას, სისხლის მიომქცევის გაძნელებას, ფეხების შეშუპებასა და სუნთქვის გაძნელებას.
ასევე, სითხის დაკარგვით, სისხლი სქელდება.
განსაკუთრებით, ყურადსაღებია გულის უკმარისობისა და ჰიპერტონიის მქონე პაციენტებისთვის, რჩევების გათვალისწინება.ამ დაავადებების მქონე ადამიანებს აქვთ ფეხების შეშუპება, ქოშინი და არტერიული წნევა.
„სიცხე ეს არის მაღალი დამატებითი ტვირთი გულზე. ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში, ის სისხლით ქსოვილის კვების პროცესი აუარსებს. ამიტომაც ცხელ ამინდში უფრო ხშირია, გულის შეტევისა და წნევის მატების შემთხვევბი“- განმარტავენ „ევექსი“-ს ექიმები.
გარდა ამისა, დამატებითი ტვირთი მოდის სასუნთქ ორგანოებზე - იზრდება სუნთქვის სიხშირე. ამის გამო, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა შეიძლება თავი ცუდად იგრძნონ.
ექიმები გვირჩევენ, ზაფხულის სიცხეში ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავდა თავზე დავიფაროთ ქუდი, ან თავსაბურავი. ასევე ჩავიცვათ მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ქსოვილებისგან.
როდესაც ეს შესაძლებელია, თავი შევაფაროთ ჩრდილში და დავლიოთ მეტი წყალი, ან ჩაი.
სასურველია მზის დამცავი კრემის წასმაც, რათა დავიცვათ სისხლძარღვები მზის პირდაპირი დასხივებისგან
ამ სიცხეში პირპადეების ტარება, რომ სუნთქვის გაძნელებას იწვევს და ოფლს ასხამს ადამიანს, ეს არის საფრთხე ჯანმრთელობისთვის!-ამის შესახებ ექიმები ამბობენ, რომ პირბადის ტარება, ეს უკვე სხვა საფრთხისგან თავის დაცვაა და მისი ტარება გარდაუვალია.