რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა სიცხე 36 გრადუსამდე აღწევს, ექიმები შენობიდან გარეთ გასვლის გადაწყვეტილების შესახებ, კორექტივების შეტანას მოითხოვენ. რა საფრთხეებზე საუბრობენ და რას გვირჩევენ ექიმები?

„ივლის-აგვისტოში ტემპერატურის მატება, სიცხე, მაღალი ტენიანობა საშიშია ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, ან სისხლის მიმქცევის ფუნქცია დარღვეული აქვს“-ამბობს ექიმი მანანა ხადური.
მისი თქმით, მსგავსი დაავადეების მქონე ადამიანებმა სახლიდან, დილას და საღამოს საათებში, უნდა გავიდნენ
ექიმები ასევ გვახსენებენ, ზაფხულში მზის დარტყმის საშიშროების შესახებ, სასურველია ვატაროთ ნებისმიერი სახის თავსაბურავი და ამასთან დავლიოთ ბევრი წყალი.
არსებობს ასევე ოფლის საშიშროებაც, როცა ტანსაცმელი სველია, შეიძლება ნიავმა დაუბროს და გაცივდეთ.
სპეციალისტები საქართველოში ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ, თუმცა წინასწარმეტყველება, ყოველთვის არ მართლდება.
თადარიგის დაჭერა და ცვალებადი ამინდის შესაფერისად მოქცევა ჯანმრთელობის საწინდარი შეილება გახდეს?