რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
კივი

 

ვისაც ახალი საქმის წამოწყება უნდა და მომგებიან და საინტერესო იდეას ეძებს, მათთვის მისწრებაა კივის პლანტაციის გაშენება, რომელიც არცთუ დიდი ხანია ფეხს იკიდებს ჩვენს სოფლის მეურნეობაში.

ვიტამინებით მდიდარი კივი მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე და ამასთან იმპორტირებულზე ორჯერ იაფია. კივი მრავლდება როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად.
პლანტაციისთვის გამოიყენება მხოლოდ კალმით დაფესვიანებული ან მყნობით მიღებული ნერგები. კივი მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ მოჰყავთ.
თუ თქვენ აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობთ, მიზეზი არ გაქვთ უარი თქვათ კივის მოშენებაზე.
სხვადასხვა კლიმატურ პირობებში ეს ხილი მოვლისა და ექსპლოატაციის განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ძირითადად კი სასურველია შეირჩეს ქარებისგან დაცული ადგილი, ახლოს იყოს წყალი და ნიადაგი იყოს ნაკელით, ფოსფორითა და კალიუმით მდიდარი.
როგორც გავარკვიეთ, კივის ნერგები მხოლოდ კერძო პირებს გამოჰყავთ და ერთი ნერგის ფასი 5 ლარია. თებერვალ- მარტიდან ნერგები უკვე უნდა დაირგოს. ასე, რომ ვინც წელს თადარიგს დაიჭერს და კივის პლანტაციას გააშენებს, სამ წელიწადში უკვე პირველ მოსავალს მიიღებს.