რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

კორონა ვირუსის მიზეზით დაბოქლომებული მაღაზია გახსნა. მყიდველმა დაიბრუნა უკონკურენტო, ლოყებ-ღაჟღაჟა ლევანი. თბილისის, ერთ-ერთ უბანში. მისი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, სულ რაღაც 10 კვ.მეტრია.

ფანჯრის მხარეს ხილია დალაგებული, გამყიდველის მხარეს კი ბოსტნეული. როგორც სხვაგან, აქაც ყველა პროდუქტია, რაც დიასახლისს კერძების მოსამზადებლად სჭირდება, თუმცა მყიდველს განსაკუთრებით იზიდავს გამყიდველის მოთმინება, კეთილგანწყობა და ხელსაყრელი ფასები.

ლევანის მაღაზიაში 1 კგ ბოსტნეული, სხვებთან შედარებით, 1 ლარით, ან 50 თერით ნაკლებად იყიდება.

კონკურენციას სხვებს ეს პატარა მაღაზია პროდუქტის ხარისხითა და მრავალფეროვნებით უწევს.

ლევანი ხილ-ბოსტნეულს, უმეტესწილად, თავისი რაიონში, კასპელი ფერემერებისგან ყიდულობს და მაღაზიას ამ გზით ამარაგებს. პირველი ხელისგან შეძენილი პროდუქტი, ბუნებრივია, ფასის ფორმირებაზე დადებითად ასახება, ამიტომაც ყიდის ლევანი პროდუქტებს იაფად, სწრაფად და მომგებიანად.

აი, ასეა კარგად აწყობილი მცირე ბიზნესის ამბავი.