რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

სახლის ინტერიერის გასალამაზებლად შეძენილი ყვავილი, თქვენ კარგ თილისმადაც რომ იქცეს და ესთეტიურ სიამოვნებასთან ერთად წარმატებაც მოგიტანოთ, თურმე კარგი იქნებოდა გაგვეთვალისწინებინათ ასტროლოგების რეკომენდაცია.

ვიზუალური მოწონების მიუხედავად, ზოდიაქოს ყოველ ნიშანს გარკვეული მცენარე შეესაბამება. მაშ ასე:
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გააძლიერებს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში - აზალია, ბალბა და რძიანები (ეუფორბიასებრთა ოჯახი).
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის: ბეგონია, ფურისულა (პრიმულა), კალანხოე - ეს მცენარეები კუროს სახლს შეძლებას და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.
ტყუპების კომუნიკაბელობას აუმჯობესებენ: ტრადესკანცია (ჭორიკანა), გვიმრა, სურო ან ქლოროფიტუმი.
კირჩხიბის ოჯახში რომ ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევდეს - სახლში უნდა ქონდეს დიფენბახია და ფუქსია. ეს მცენარეები კარგად მოქმედებენ კირჩხიბის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა, ემოციური წონასწორობის დასაცავად, კარგი იქნება ყურადღება მიაქციონ კალას, ჩინურ ვარდს და ბალბას (პელარგონია).
ქალწულებს ინტელექტუალურ განვითარებაში ხელს შეუწყობს მონსტერა, დრაცენა, ფილოდენდრონი და იაპონური აკუბა.
სასწორის ნიშანს ნეგატივისგან დაიცავს ჰორტენზია, ჰიბისკუსი, წიწაკა,
მორიელის ზოდიაქოს ინტუიციას გაუძლიერებს - ალოე, დრაცენა ან ოლეანდრი.
მშვილდოსნის ზოდიაქოს მცენარეებად ითვლებიან ფიკუსი, ბამბუკი, სხვადასხვა ბონსაი. ისინი მშვილდოსანს სულიერ ზრდაში ეხმარებიან.
თხის რქას „აუჩქარებელი"- ნელა მზარდი მცენარეები შეესაბამება: დრაცენა, დაფნა, აზალია, ალოე, კაუჩუკის ფიკუსი.