რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

გამომცემლობას ნატ უეიტმა საავტორო მოთხრობა „ბანკის ძარცვის პირველი მეთოდი" მიაწოდა. მან ნაწარმოების შესავალში დაწერა: „იქნებ დაინტერესდეთ რამდენად ლეგალურია ეს მეთოდი

ეგიძლიათ კონსულტაცია ბანკის მმართველთან გაიაროთ". მართლაც ასე მოიქცა გამოცემის რედაქტორი ედვინ მარტინი და მან მოთხრობა ერთ-ერთი ბანკის ვიცე-პრეზიდენტს აჩვენა.
გაოგნებულმა ბანკირებმა „ბანკის ძარცვის პირველი მეთოდი" შეიძინეს. მათ ავტორს გადაუხადეს ის ჰონორარი, რომელსაც მოთხრობის ავტორი მისი გამოქვეყნების შემთხვევაში მიიღებდა.
ორ კვირის შემდეგ გამომცემლობაში ნატ უეიტის მოთხრობის მეორე ნაწილი „ბანკის ძარცვის მეორე მეთოდი" შევიდა.
ბანკირებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე მეთოდის გამოყენებას უამრავი სასამართლო პროცესი მოჰყვებოდა. რისკის თავიდან ასაცილებლად, ბანკირებმა „ბანკის ძარცვის მეორე მეთოდი"-შიც გადაიხადეს.
ამასთან მოთხრობის ავტორი მესამე მეთოდის შეძენის თაობაზე, ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.
ბატონებო, ადვოკატი მეგობარი მყავს. მან შემიდგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოგყიდით „ბანკის გაძარცვის მესამე" მეთოდს და ამაში თქვენ მოგიწევთ გადამიხადოთ წელიწადში 25 000 დოლარი. გადახდები უნდა გაგრძელდეს ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. გარდა ამისა, გთავაზობთ ამიყვანოთ სამუშაოზე კონსულტანტად „ადამიანთა ურთიერთობების სფეროში". ამ სამუშაოზე საკმაოდ დაკავებული ვიქნები, იმისათვის რომ არ ვწერო ამდაგვარი ნაწარმოებები.
ბანკირებმა მოიწონეს ხელშეკრულების პირობები და ხელიც მოაწერეს.
თავის მხრივ, ნატმა ხელმოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ ბანკირებს უთხრა:„რაც შეეხება ნაწარმოებს „ბანკის ძარცვის მესამე მეთოდი", რაც ახლა აქ მოხდა, ის გახლავთ სწორედ მესამე მეთოდიო".

მსგავსი თემები: