ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

 

ადამიანის ენდოკრინული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია ფარისებრი ჯირკვალი. ეს უნაზესი ენდოკრინული პეპელა ყელის მიდამოში, ხახის წინ, ფარისებრი ხრტილის ქვემოთ მდებარეობს.

ის ეხვევა ტრაქეას, აქვს მარჯვენა და მარცხენა წილი, რომლებიც ერთმანეთს ყელით უკავშირდება.
უკანა მხარეს აქვს ოთხი პატარა ფარისებრი ახლო ჯირკვლის კუნძული.
ჯირკვალი 15-20 გრამს იწონის, მოცულობით ქალებში-18 სმ3(საშუალოდ-12,2 +/-1,4სმ3) და მამაკაცებში-25 სმ3(14 +/-5,2 სმ3) - ია.
მას აქვს ძლიერი სისხლით მომარაგება, რომელიც ღვიძლისა და თირკმლის სისხლმომარაგებას რამდენჯერმე აღემატება.
ფარისებრი ჯირკვალი დაფარულია შემაერთქსოვილოვანი კაფსულით, რომელიც ჯირკვალში ხარიხებს ქმნის.
ჯირკვლის პარენქიმა ფოლიკულებისაგან შედგება, რომლის სანათური ჟელესმაგვარი ნივთიერებითაა ამოვსებული, ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციული პროდუქტი, (მომავალი საშენი მასალა ჰორმონებისათვის) სწორედ აქ გროვდება კოლოიდის სახით, რომელიც გლიკოპროტეინ თირეოგლობულინს შეიცავს (მინომჟავა თიროზინი) და ევალება სისხლიდან იოდის შეკავშირება.
ორგანიზმში მოხვედრილ 99,99% იოდს ფარისებრი ჯირკვალი ითვისებს და ასინთეზებს სამ ძირითად ჰორმონს: ტრიიოდთირონინს (T3), ტეტრაიოდთირონინს ანუ თიროქსინს (T4) და პეპტიდურ ჰორმონს თირეოკალციტონინს (ძირითადად გამომუშავდება ფარისებრახლო ჯირკვლებში). ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქცია მკაცრად კონტროლდება ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის დონეზე თირეოტროპული ჰორმონის საშუალებით (TSH).
ფარისებრი ჯირკვალი აქტიურდება ან ანელებს მუშაობას იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის T3 და T4 -ს გამოყოფს სისხლში (სწორედ ამ ჰორმონების საწარმოებლად სჭირდება მას იოდი), როგორც კი ორგანიზმი არ მიიღებს საჭირო რაოდენობის ჰორმონს თირეოტროპული ჰორმონის დონე სისხლში აიწევს და ჯირკვლის მუშაობა გაძლიერდება, როგორც კი T3 და T4 საჭირო რაოდენობით გამოვა სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონე დაიწევს და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაც შენელდება.
T3 და T4 ეხმარებიან მუშაობაში მოგრძო ტვინში სასუნთქ და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, გულში სინუსურ კვანძს. ააქტივებენ იმუნიტეტს, ორგანიზმის ყველა ანტიტოქსიურ და ანტიოქსიდანტურ სისტემას. აქვთ მრავალმხრივი ზემოქმედება ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაზე. კალციტონინი მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის დონის რეგულაციაში. კალციუმი მთავარი საშენი მასალაა ძვლების, მყესების, იოგების, თმის, ფრჩხილის, ის ასევე პასუხისმგებელია სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაში.

თემის გაგრძელება

რა ვიცით ფარისებრი ჯირკვალის შესახებ?

მსგვასი თემები: