რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

სტრესი ჩვენი ცხოვრების თანამდევია, ის არის ორგანიზმის არასპეციფიური პასუხი ნებისმიერ ძლიერ გამღიზიანებელზე, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა აგენტი რაც ზემოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

არდა სპეციფიური ეფექტისა, ითხოვს ჩვენი ორგანიზმისგან ჩართოს დამატებითი ძალები, რათა მოხდეს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.
ადამიანი შეუძლოდაა. გაიხსენეთ, ყველა ინფექცია თითქმის ერთნაირი სიმპტომებით იწყება: სისუსტე, მადის დაკარგვა, ტემპერატურის მომატება. ასევე ძლიერი ემოცია, დამწვრობა, მზის დაკვრა, შხამიან მცენარეებთან და ცხოველებთან შეხება, საკვებით მოწამვლა.
ჩვენს ორგანიზმს აქვს უნივერსალური უნარი ყოველგვარ დაზიანებას დაუპირისპიროს არასპეციფიური პასუხი.
სტრესი (საერთო ადაპტაციური სინდრომი) ხასიათდება დამახასიათებელი ტრიადით:
მკერდუკანა ჯირკვლის დაპატარავება, თირკმელზედა ჯირკვლის გადიდება, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლჩაქცევები, ზოგჯერ წყლულის გაჩენაც კი.
სტრესის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სიძლიერეს.
დღეისათვის განარჩევენ ეუსტრესს, დისსტრესს, ემოციონალურ სტრესს, ფსიქოლოგიურ სტრესს,
სტრესული სიტუაციების დროს ნერვული სისტემის გამოფიტვისგან დასაცავად იყენებენ რიგ ფარმაკოპრეპარატებს: ნოოტროპულს, ანქსიოლიზურს, ტრანქვილიზატორებს.
ტერმინი სტრესი პირველმა გამოიყენა ჰანს სელიემ გასული საუკუნის 50-იან წლებში.
დღეს მსოფლიოში უამრავი მეთოდი და სკოლაა რომლებიც სწავლობენ სტრესს და მისგან თავის დაღწევის მეთოდებს.

მსგავსი თემები: