რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

 ენიო მორიკონეს მუსიკა ფილმიდან „კარგი, ცუდი და პოროტი“ ჩვენი ეპოქის ყველაზე გავლენიანი სანტრეკია. ეს არის ერთადერთი მუსიკალური კომპოზიცია ფილმიდან, სადაც სასიყვარულო სცენები არ ჩანს.

ქალიც არსად ჭაჭანებებს. აქ მხოლოდ გზააბნეული კაცების მარშია.

კაცები, მათ შორის უღრესად კარგი, გამოსწორებადი ცუდი და წარჩინებული ბოროტი ერთამენთ სროლასა და ადამიანთა კვლაში ეჯიბრებიან, იქამდე, სანამ განძს იპოვნიან.

 ამ ბინძური მიზანსწრაფების მქონე პერსონაჟები- ქერა, ტუკო და ანგელოზის თვალება-კადრში იშვიათად ლაპარაკობენ. დანარჩენ ყველაფერზე ენიო მორიკონეს  შემაძაგძაგებელი მუსიკა გვიყვება.

წარსულისკენ თუ გავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ რომში დაბადებულმა ენიო მორიკონემ მუსიკალური ხულიგნობა 22 წლის ასაკიდან დაიწყო.

პირველად ჯაზბენდს შეუერთდა. მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში, ენიომ ისეთი მომეტებით ჩაჰბერა საყვირს, რომ ასობით მუსიკაური შედევრი შექმნა და დღემდე, მყარად დგას ფეხზე.

მსოფლიო მაესტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიახლეების თანახმად, 2019 წლის ზაფხულის შემდეგ, ენიო მორიკონეს კონცერტი აღარ გაუმართვას.

 ეს არცაა გასაკვირი. თავის სამშობლოში იტალიასა და დანარჩენ მსოფლიოში, „კარგი, ცუდი და ბოროტი“,  ვირუსის სათამაშო პერსონაჟები გამხდარან. და ახლა განძის ნაცვლად, ისინი წამალს ეძებენ.

მსგავსი თემები: