რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

რიტა ჰეივორთი (Rita Hayworth)- პირველი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სიმღერით დაუდო დასაბამი სექს-სიმბოლოდ წოდებული ქალების ჩამონათვალს. რა ღირებულების მატარებელია რიტა ჰეივორთის პირველი როლი.

1946 წელს გადაღებული ფილმის ერთ-ერთ კადრს დღემდე ასწავლიან სტუდენტებს. მთავარი პერსონაჟი გილდა (ფილმსაც ასე ჰქვია), თავისი ქმრის კაზიონში მოწყობილ მინი-სცენაზე გამოჩნდება და სიმღერას „გიჟური სიყვარული“ წაიმღერებს.
დასასრულს გილდა თავის შავ ხელთათმანს მოკრძალებულად, ხელის ნაზი მოძრაობით იხდის და დაბაზში მყოფ პუბლიკას ესვრის.
მოგვიანებით, გილდას ეს ჯესტი, კინო კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც სიმღერით შესრულებული პირველი სტიპტიზ სცენა კინოს ისტორიაში.
თავის ეპოქის ქალღმერთად აღიარებისთვის მარგარიტა კარმენ კანსინოს (ჰეივორთი დედის გვარია) სცენაზე გაშიშვლება არასოდეს დასჭირვებია.
წარმოშობით ესპანელი, თანდაყოლილ უზღვავ ტემპერამენტს, ცეკვისა და სიმღერის დროს, ისე ბუნებრივად მართავდა, რომ თავლწარმტაცი ქალურობის იდეალი გახდა.
რიტა ჰეივორთი პირველად მამასთან ერთად ცეკვავდა ესპანურ ცეკვებს და ამიტომას მას მაიკოს გოგოსაც ეძახდნენ.
ის იყო ქალი, რომელიც ყველა კაცში მამის იდეალს და ამასთან გიჟურ სიყვარულს ეძებდა. თუმცა ვერც ერთი იპოვა და ვერც მეორე.
„გიჟური სივარული“ მხოლოდ სიმღერაშია?

 

მსგავსი თემები: