რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ჰქონდეს ადამიანს საკუთარი სტილი, ამას ბევრი რამე სჭირდება. გამორჩეულად საყურადღებოა, დახვეწილი მანერების გამომუშავება. ნიშანავს თუ არა, ეტიკეტის დაცვა, თავაზიანად მოპყრობა,

ან კარგი ქცევის მანერების გამოყენება სხვებისა და საკუთარი თავის პატივისცემას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, ვნახოთ, როგორ იგრძნობთ თავს,
თუ ვინმე ესაუბრება შენს მეგობარს და ამ დროს ზურგი შეგაქცია;
ვინმემ ხელი გკრათ და თქვენს ადგილას დაჯდა;
ვინმემ კარი ცხვირწინ მოგიჯახუნა, როცა თქვენც გასვლას აპირებდით;
თქვენ გაიზიარეთ მათი წუხულები, მაგრამ მათ არასდროს არაფერი გაუზიარებიათ;
ვინმე იშვიათად ამბობს: „გთხოვთ”, ან „მადლობა“;
ავინმე არ პასუხობს თქვენს მესიჯებს;
როგორც ხედავთ, ეს ცუდი მანერების ადამიანია. ის სხვის გრძნობებსა და განცდებს არ უფრთხილდება. ამიტომაც მისი ქცევის მანერები არ არის მოსაწონი და ის ადამიანთა სიყვარულს ვერ დაიმსახურებს.
ძველ დროში, ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიდნენ „ოქროს წესის შესახებ“, სადაც წერია: “ყოველთვის გააკეთე სხვებისთვის ის, რაც გსურს, რომ მათ შენთვის გააკეთონ და შენი თავი მათ ადგილას წარმოიდგინე.“

 



ეს დევიზი დღესაც კარგი ქცევის კარგი საშუალებაა. თუ სხვების მიმართ პატივისცემით განიმსჭვალები, მაშინ უფრო მეტი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ისინიც შენს მიმართ კეთილგანწყობილნი გახდებიან.
და თუ არა, მაშინ ნუ გაგიკვირდება, თუ ჩვენთან ურთიერთობას ბევრი გაურბის.