ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

 

ყველაფერს სამყაროში აქვს თავისი ადგილი. ბუნებაში არაფერი არ არის არც უვარგისი, არც ნაკლებად მნიშვნელოვანი, არც ძალზე მნიშვნელოვანი.

ასეთი კატეგორიები უბრალოდ მოკლებულია ყოველგვარ აზრს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩინეთის „კულტურული რევოლუციის" პერიოდში, კომპარტიის კრებაზე გადაწყდა: „ბეღურები კენკავენ ჩვენს ბრინჯის მოსავალს და უნდა გავანადგუროთ ეს მუქთახორა ფრინველები".

სიტყვა და საქმე ერთი იყო. ბეღურას არ შეუძლია შეუსვენებლად 100 მეტრზე მეტის ფრენა. ამიტომაც გლეხებმა დაიწყეს ბეღურების დევნა ჯოხებით ისე, რომ მათ დასვენების საშუალება არ მისცეს. შედეგად ბეღურები მასიურად იღუპებოდნენ. თქვენ გგონიათ გლეხებს ეშველათ ამით? მწერებმა და კალიებმა მთელი მოსავალი გაანადგურეს, ვინაიდან მათ უკვე ბეღურების შიში არ ჰქონდათ.

თანამედროვე ადამიანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბევრს უნდა დირექტორის სავარძელი. ამ თანამდებობას ხომ თან სდევს პერსტიჟი, პრივილეგიები, ძალაუფლება და ბოლოს და ბოლოს დიდი ხელფასი. მაგრამ ეს თანამდებობა მხოლოდ ერთია კომპანიაში. იწყება ბრძოლა.

მოდით მოგიყვანთ უფრო თვალნათელ ალეგორიას, წარმოიდგინეთ მარცხენა ფეხის ცერა თითმა რომ დაიწყოს წუწუნი: „რა უბედურებაა, მთელი ცხოვრება ბინძურ წინდაში უნდა ვიყო? წინდა მაინც იყოს მთელი, გახვრეტილ დასვრილ წინდებში მიწევს ყოფნა მთელი ცხოვრება. მინდა ვიყო ცხვირის ადგილას. იქ სუფთა ჰაერია. მშვენიერი ხედია. პრესტიჟული ადგილია. ყოველ დილით დამბანენ და ადეკალონსაც მომაფრქვევენ. რითი ვარ მე ცხვირზე ნაკლები?" წარმოიდგინეთ რა სურათი იქნება, რომ მარცხენა ფეხის ცერა თითმა „იბრძოლს" ცხვირის ადგილის დასაკავებლად?

ასევე ვართ ადამიანებიც. ყველა არ არის დაბადებული დირექტორად, მეცნიერად, პროფესორად, ბიზნესმენად (ესენი საერთოდ თითზე ჩამოსათვლელები არიან). ყველა ადამიანს, თავისი ხასიათის ნიშნების და ტემპერამენტის შესაბამისად შეუძლია „აირჩიოს" ის პროფესია, რაც ყველაზე უკეთ ერგება მის პიროვნების ტიპს.

ყველაზე ცუდი და არაკომპეტენტური მრჩეველები, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, არიან მშობლები. მათ შვილები წარმოუდგენიათ საკუთარი არახდენილი ოცნებების განხორციელების შანსად. მაგრამ უფალმა ასე არ მოაწყო ეს სამყარო. შვილი აუცილებლად ვერ იქნება მშობლის გაგრძელება პროფესიაში. მშობელი უნდა იყოს შვილისთვის როგორც მშვილდი, რომელიც ისრისთვის (ჩათვალეთ შვილისთვის) უნდა დაიჭმოს, რათა რაც შეიძლება შორს გასტყორცნოს ის.

თუ თქვენ „თქვენს ადგილზე ხართ" დეპრესია არასოდეს დაგეუფლებათ.