რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ირანი არ წარმოადგენს ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორს, თუმცა ორივე სახელმწიფო აქტიურად განავითარებენ ხელსაყრელ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

ირანისთვის ყაზახეთი საინტერესოა, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობისა და სამეცნიერო პოტენციალი. თეირანი ყაზახეთიდან იმპორტირებს პურს, ნავთობპროდუქტებსა და მეტალურგიულ პროდუქციას.
თავის მხრივ, ყაზახეთიც დაინტერესებულია სავაჭრო-ეკონომიური და პოლიტიკური დიალოგის გარღმავებით ირანთან, ერთობლივი პროექტების რეალიზებას ნავთობისა და გაზის სფეროში, კერძოდ კი ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი (სპარსეთის ყურე) მილსადენის მშენებლობაში, რომლის მეშვეობით ასტანა გავა აზიის ბაზარზე.

ყაზახებს სურთ, რომ ირანმა ჩადოს ინვესტიციები მანქანათმშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის ხუთჯერ გაიზარდა - 400 მილიონ დოლარიდან 2 მილიარდამდე.
ყაზახეთის რისკების შეფასების ჯგუფის დირექტორმა, პოლიტოლოგმა დოსიმ სატპაევმა აღნიშნა, რომ

ჩვენთვის ირანი ასევე მნიშვნელოვანია როგორც ის სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი აქტიური მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში სიტუაციის მოწესრიგების საქმეში, რადგან ეს აწუხებს არა მხოლოდ მეზობელ უზბეკეთსა და ტაჯიკეთს, არამედ ყაზახეთსაც რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორია შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნარკოტრაფიკისათვის. ამ მხრივ ირანის მასტაბილიზირებელი როლი ავღანეთის პრობლემის მოწესრიგებაში მნიშვნელოვანია და იგი სასარგელოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის
"ყველას ესმის, რომ ირანი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, რადგან მის პოზიციაზე დამოკიდებულია ვითარება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, იქნება ეს პალესტინის თუ ავღანეთის პრობლემა. ბოლოს და ბოლოს ირანი ჩვენი მეზობელია კასპიის ზღვაზე და ჩვენთვის ხელსაყრელია რათა მასთან ურთიერთობა მართლაც პარტნიორული იყოს" - აღნიშნავს სატპაევი.