რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ირანის 600-კილომეტრიანი საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მას უფლებამოსილს ხდის "პატიოსანი მომრიგებლის" როლი ითამაშოს.

ირანს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისთვის ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რელიგია.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მრავალწლიანი პარტნიორობა ქრისტიანულ სომხეთთან და ცენტრალურ კავკასიაში ყველაზე პროამერიკულ სახელმწიფოსთან - საქართველოსთან.
ირანს ჩვენი ქვეყნის, ბუნებრივი აირის მიწოდების ყველაზე კრიტიკულ პერიოდში არაერთხელ აღმოუჩენია დახმარება. გასათვალისწინებელია ირანული დიპლომატიის მნიშვნელოვანი როლი 1992-1997 წლების ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის დარეგულირებაში. და პირიქით, შიიტურ აზერბაიჯანთან არაერთი დიპლომატიური დაძაბულობა.
მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ირანის საგარეო პოლიტიკაში წარმოადგენს ე.წ. "დიდი სატანა", ანუ აშშ-ი, რომელიც დაუპირისპირდა ირანულ "სუვერენულ დემოკრატიას", რომელმაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ირანის ზოგად საგარეო პოლიტიკურ მიდგომებზე, არამედ კონკრეტულ პოსტსაბჭოთა "საჭადრაკო დაფაზე".
აქ მიზანშეწონილია გავიხსენოთ ირანსა და აზერბაიჯანს შორის 2003 წელს წარმოშობილი სამხედრო დაძაბულობა. მაშინ თეირანმა ბრალი დასდო ბაქოს კასპიის ზღვის მილიტარიზაციაში აზერბაიჯანულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნებისას და 2009 წელს ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტისას აზერბაიჯანში.
რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავად ირანი არ იყო "შემჩნეული ჩრდილო კავკასიელ სეპარატისტთა და რადიკალურ ისლამისტების მხარდაჭერაში, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც ირანულ ორბიტაზე იმყოფებიან, მაგალითად "ჰეზბოლა" ჩრდილოკავკასიელ მებრძოლეებს აღიქვამენ, როგორც "სარწმუნოების მებრძოლეებს".