რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ტექნოლოგიების სამყაროში, პროგრამული ენების შესწავლისკენ ბევრი ისწრაფვის. გახდე პროგრამისტი ნიშნავს, იმას, რომ დასაქმებული ყოველთვის იქნები. შესაძლებელია თუ არა პროგრამირების სწავლა ონლაინ და თანაც უფასოდ?

HTML, PHP, CSS, ჯავა, ჯავასკრიპტი და სხვა პროგრამული ენების შესახებ ასი- ათასობით ვიდეო გაკვეთილის მოძიება შეიძლება სოციალურ მედიაში. სირთულე მხოლოდ ის არის, ვის მოუსმინოთ და დავიჯეროთ.
პროგრამირების სამყაროში ნამდვილი აღმოჩენა გახდა 26 წლის მაიკის ვიდეო გაკვეთილები, რომლებსაც მილიონობით ნახვა აქვს. მას პროფესიონალებიც კი პროგრამირების მეტა ტეგს (კოდების წერისას გამოიყენება) ეძახიან.
„უბრალოდ დეველოპერი ვარ, ის ვისაც მოსწონს ლექციების წაკითხვა. უკვე ვასწავლე მილიონობით ადამიანს პროგრამული ენების ძირითადი არსი და კოდების წერა. ამისთვის youtube გამოვიყენე და ვიდეო გაკვეთილები გავარცელე“-ამბობს მაიკი.
მან მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში დაიცვა.
2017 წელს ჩაწერილი ვიდო ლექციებში მაიკი მარტივად და თავდაჯერებულად ხსნის ყველა პროგრამული ენის არსს, კოდების გამოყენების წესს.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ მის ვებგვერდს mikedane.com. მისი ყველა ლექცია სერთიფიცირებულია. ვიდეოსთან ერთად ტექსტსაც წაიკითხავთ და კოდების გადმოწერაც დაშვებულია.
სცადეთ, იქნებ ამ საქმის ათვისების ნიჭი ბუდობს თქვენში.
ეს მაიკის ერთ-ერთი ვიდეო გაკვეთილია.