რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ინტრენეტს მიჯაჭვული საზოგადოებისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ პროგრამულ ენას იყენებს ვებგვერდი და რატომ არის აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნა. მაშინ ისმის კითხვა რა შუძლია გვასწავლოს ქართულად მოსაუბრე პროგრამისტმა?

ბევრი რამე: მას შეუძლია ზუსტად აგვიხნას კოდის წერის სტრუქტურა და მისი სათანადო ადგილას ჩასმის წესები.
ხშირად, ქართველი პროგრამისტის მიერ გაკეთებული ერთი მნიშნებაც კი ინგლისურ ენაზე მოსმენილი ათასობით გაკვეთილის ტოლფასია.
„ბავშვობიდან მიზიდავდა კალკულატორები, პატარა სათამაშო კომპიუტერები (გახსოვთ ალბათ ორი ფერის იყო ხოლმე, შავი და თეთრი, ტეტრისი მიყვარდა და ჩემს მეზობლებს ვეჯიბრებოდი).
მომწონდა ტელევიზორის არხების გადამრთველიც კი, მოკლედ, ისეთი ნივთები, რომელთაც კლავიატურა თუ არა რამოდენიმე ღილაკი მაინც ჰქონდათ. პირველი შეხება პერსონალურ კომპიუტერთან 13 წლის ასაკში მომიხდა, როდესაც სახლში მოიტანეს ეს "უცნაური" ნივთი. მანამდე არასდროს მენახა (იმ დროს იშვიათი რამ იყო), გაგონილი მქონდა მხოლოდ და ვიცოდი რომ უამრავი რამის კეთება შეიძლებოდა ამ "ყუთის" გამოყენებით“, ამბობს გიორგი ბაქარძე.
მან მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების განხრით მიიღო.
გიორგი ბაქრაძემ გამოაქვეყნა პრორამული ენების java, c, c+++-ის შესახებ ვიდე ოგაკვეთილები.
თუ ნახავთ მის ლექციებს (howtocode.ge), მაშინვე შეამჩნევთ მისი გამართული აზროვნების სიმარტივეს და დეტალურად ახნის თანდაყოლილ ნიჭს.
ეს არის გიორგი ბაქრაძის ჯავა-ს სალექციო კურისის პირველი გაკვეთილი.