რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

"ბუნკერიან ღუმელზე წელს დიდი მოთხოვნაა, რადგან შეშა ნაკლებია და თან ძვირიც. ბუნკერი კარის ჭრილში თავსდებადა ღუმელის გადაწყობა შეშიდან ნაჭუჭზე, ან პირიქით, ძალიან მარტივია. იყენებენ კომბინირებულ ვარიანტსაც.

ბუნკერის დამატება მარტივად შეიძლება წინა წლებში დამზადებულ ენერგოეფექტურ ღუმელებზეც" - ამბობს ღუმელების საამქროს ხელოსანი ზაზა ჯაკონია.
თითქმის ოცი წელია, რაც ზუგდიდში ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენება დაიწყეს. თავდაპირველად საკმაოდ დიდი ზომის ე. წ. სვანური ღუმელები გავრცელდა, რომელიც თანდათან გაუმჯობესდა, გასული წლიდან კი სრულიად ახალი დეტალი - თხილის ნაჭუჭის ჩასაყრელი ბუნკერი დაემატა.
ენერგოეფექტური ღუმელების ფასები ზუგდიდში 120-დან 200 ლარამდე მერყეობს. ფასი რკინის სისქის მიხედვით იცვლება. გათბობის გარდა ღუმელი საჭმლის მოსამზადებლად მოსახერხებელია. შესაბამისად, თუნუქის მარტივ ღუმელს ზუგდიდის ბაზარში უკვე იშვიათად შეხვდებით.

„ჩვეულებრივი ღუმელის ფასი 40-45 ლარია, მაგრამ ერთი წელი ძლებს, სითბოს კარგავს და საბოლოოდ, სახლის გათბობა ორჯერ უფრო ძვირი გიჯდება" - ამბობს ზაზა ჯაკონია, რომლის საამქროშიც სექტემბერ-ოქტომბერში ყოველდღიურად 15-20 ენერგოეფექტური ღუმელი იყიდება, დეკემბერში კი - 2-3.
არანაკლებ წარმატებულია ნუკრი შენგელიას საამქროც. „25 წლის წინ, როცა პატარა საამქრო გვქონდა, ვიღაცამ ენერგოეფქტური ღუმელის ნახაზი მოგვიტანა და დამზადება გვთხოვა. ეს მოდელი თანდათან გავაუმჯობესეთ, გასულ წელს კი თხილის ბუნკერიც დავამატეთ. ხალხი მასობრივად ასეთ ღუმელებზე გადადის. აქ მთავარია შეშის ეკონომიაა.რაც შეეხება თხილის ნაჭუჭს, წვის დროს შეშაზე მეტ სითბოს გამოყოფს და იაფიცაა" - ამბობს ნუკრი შენგელია.
ერთი კილოგრამი თხილის ნაჭუჭის ფასი ამჟამად 20-25 თეთრამდე მერყეობს. თუმცა, აგვისტო-სექტემბერში 10 თეთრიც ღირდა. „ოჯახი სეზონზე საშუალოდ 3 ტონა ნაჭუჭს ხარჯავს. შეძლებული ოჯახები სეზონის დასაწყისში ყიდულობენ თხილის ნაჭუჭს და წელიწადში,  სულ რაღაც 300 ლარი უჯდებათ" - ამბობენ ზუგდიდში.
ენერგოეფექტური ღუმელები ზუგდიდან სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააქვთ. საამქროებში მცირე ზომის ღუმელებიც მზადდება, რომლებსაც საბავშვო ბაღები, სკოლები, ეკლესიები და კორპუსებში მცხოვრები ოჯახები მხოლოდ გასათბობად იყენებენ.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OEჩI/ჩENN) რეგიონული კოორდინატორის, მაია კოდუას განცხადებით,ზუგდიდის საამქროებში დამზადებული ენერგოეფექტური ღუმელების ტექნოლოგია თითქმის იდენტურია.
„ღუმელს ორმაგი კედლები აქვს, ცეცხლი ამ კედლებს შორის არსებულ სივრცეში წრიულად ბრუნავს და ოთხივე კედელი თანაბრად ხურდება. ზედაპირი 5-8 მმ სისქის რკინაა, გვერდები - 4 მმ, ტემპერატურა ოთახში ნაკლეობად მერყეობს და სითბოს ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც დიდხანს ინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ ღუმელი საათში 2-3 ნაჭერ შეშას მოიხმარს, უფრო კომფორტულიცაა. აქვს სპეციალური ყუთი, სადაც ნაცარი გროვდება, დაცულია უსაფრთხოების ნორმები, სახლი უფრო სუფთაა და ოთახში კვამლის სუნი არ დგება. რაც მთავარია, მცირდება მოსაჭრელი ხეების რაოდენობა" - ამბობს მაია კოდუა.
შეგახსენებთ, რომ ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე''- კვლევა მომზადდა „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარებისსააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭრით.
შენიშვნა: ეს სტატია citizens.ge -ზე გამოქვეყნებულია (24 დეკემბერი 2013 წელი) 7 წლის წინ, მას გოოგლე-ის საძიებო სისტემაში ენერგოეფექტური მასალების ძებნისას პირველ ადგილი ეკავა, და ხშირა გვირეკადნენ. ამიტომაც, კვლავ  ვბეჭდავთ ახალ საიტზე.